ჯორჯ სოროსის შვილი დემოკრატებს ურჩევს, მუდმივად გაუსვან ხაზი, რომ დონალდ ტრამპი „მსჯავრდებული დამნაშავეა“
მილიარდერი დონორის, ჯორჯ სოროსის შვილი დემოკრატებს ურჩევს, მუდმივად გაუსვან ხაზი, რომ დონალდ ტრამპი „მსჯავრდებული დამნაშავეა“.
ამის შესახებ ალექსანდერ სოროსმა სოციალურ ქსელ „იქსში“ მას შემდეგ დაწერა, რაც ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო.
„გზავნილის გამეორება არის მთავარი, რომ ის იყოს წარმატებული და ჩვენ გვსურს, რომ ხალხი ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურში მსჯავრდებული დამნაშავის დაქირავების იდეას“, – განაცხადა ალექსანდერ სოროსმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებოდნენ, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, გამოძიების თანახმად, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.
თავად ტრამპი დანაშაულს არ აღიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.