ჯორჯ სოროსი - არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება
არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ ასევე მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება, – ამის შესახებ ნათქვამია მილიარდერი ფილანტროპის, ფონდ „ღია საზოგადოების“ დამფუძნებლის ჯორჯ სოროსის წერილში, რომელსაც მედიაორგანზიაცია Project Syndicate აქვეყნებს.
ამასთან, სოროსის წერილში აღნიშნულია, რომ ევროპამ უკრაინაში ინტერვენციას უფრო მეტი სისწრაფით, ერთიანობითა და ენერგიით უპასუხა, ვიდრე ოდესმე ისტორიაში.
„საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი პროევროპული მიდგომის მნიშვნელოვნად გაფართოებით, მხარს უჭერს გეოგრაფიული გაფართოების მნიშვნელობას და ამისთვის ევროკავშირის მომზადების საჭიროებას. არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ ასევე მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმა უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება. დეტალების შემუშავებას დრო დასჭირდება, თუმცა ევროპა, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით მიემართება. მან უკრაინაში ინტერვენციას უფრო მეტი სისწრაფით, ერთიანობითა და ენერგიით უპასუხა, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. თავდაპირველი ყოყმანის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე იპოვა ძლიერი პროევროპული ხმა“, – ნათქვამია ჯორჯ სოროსის წერილში.