ჯორჯ რობერტსონი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს სურდა, რუსეთი ნატო-ში გაწევრიანებულიყო, თუმცა საკუთარი პირობებით
ჯორჯ რობერტსონი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს სურდა, რუსეთი ნატო-ში გაწევრიანებულიყო, თუმცა საკუთარი პირობებით

ვლადიმერ პუტინს სურდა, რუსეთი ნატო-ში გაწევრიანებულიყო, თუმცა საკუთარი პირობებით, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ჯორჯ რობერტსონმა განაცხადა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

რობერტსონის თქმით, პუტინს სურდა, რომ რუსეთი ნატო-ში წევრობის პროცედურების გავლის გარეშე შესულიყო.

„მას სურდა, რომ გამხდარიყო უსაფრთხო, სტაბილური დასავლეთის ნაწილი, რომელიც მაშინ რუსეთი არ იყო“, – აცხადებს რობერტსონი.

რობერტსონმა 2000 წელს პუტინთან შეხვედრა გაიხსენა. ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ამბობს, რომ პუტინმა მას ჰკითხა, როდის აპირებდა ალიანსი რუსეთის მიწვევას, რაზეც რობერტსონმა პუტინს უპასუხა, რომ ნატო არ იწვევს მხარეეებს, არამედ ქვეყნები გამოთქვამენ სურვილს წევრობის შესახებ.

რობერტსონის თქმით, პუტინმა მას უპასუხა, რომ რუსეთი არ აპირებდა რიგში დგომას იმ ქვეყნებთან ერთად, „რომლებსაც მნიშვნელობა არ აქვს“.

ჯორჯ რობერტსონი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 1999- 2003 წლებში ხელმძღვანელობდა.