ჯორჯ კლუნი მიიჩნევს, რომ დემოკრატებს ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი სჭირდებათ, რადგან არჩევნებს ჯო ბაიდენთან ერთად ვერ მოიგებენ
მსახიობი, აქტივისტი და დემოკრატების მსხვილი დონორი ჯორჯ კლუნი მიიჩნევს, რომ დემოკრატებს ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი სჭირდებათ.
„მე მიყვარს ჯო ბაიდენი, როგორც სენატორი, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი. მე მას მეგობრად მივიჩნევ, მჯერა მისი, მისი ხასიათის და მორალის. ბოლო ოთხ წელში მან ბევრი ბრძოლა მოიგო, რასაც შეეჩეხა. ერთადერთი ბრძოლა, რომელსაც ვერ მოიგებს, არის ბრძოლა დროის წინააღმდეგ“, – წერს კლუნი The Times-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში.
როგორც კლუნი აღნიშნავს, ბაიდენი, რომელსაც სამი კვირის წინ შეხვდა, არ იყო არც 2010 და არც 2020 წლის ბაიდენი, არამედ იყო ადამიანი, რომელიც დებატების დროს ნახა ხალხმა. მისივე თქმით, დემოკრატებმა უნდა შეწყვიტონ 51 მილიონი ადამიანის დარწმუნება, თითქოს არ უნახავთ ის, რაც დებატებზე ნახეს.
„ჩვენ ვერ მოვიგებთ ნოემბერში ამ პრეზიდენტთან ერთად“, – წერს კლუნი.