ჯორჯ კენტი - რუსეთი აგრძელებს აგრესიას, ისინი არ ისვრიან და ომი არ არის, მაგრამ ნამდვილად არის დაშინება
ჯორჯ კენტი - რუსეთი აგრძელებს აგრესიას, ისინი არ ისვრიან და ომი არ არის, მაგრამ ნამდვილად არის დაშინება

რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას და ისინი ამტკიცებენ, რომ ოსები და აფხაზები არიან, მაგრამ როდესაც მიდიხარ საკონტაქტო ხაზთან, ცხადი ხდება, რომ ეს რუსები არიან. ჭოგრიტში როდესაც გაიხედავ, რუსები გიყურებენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა, აშშ-ის სენატში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

ჯორჯ კენტმა სხდომაზე რუსეთის ოკუპაციასა და კიბერთავადასხმებზე ისაუბრა.

„ბოლო ორი წელში იყო რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ისინი ღობეებსა და მავთულხლართებს ამონტაჟებდნენ არა მხოლოდ ზოგადად ამ შეთანხმებული რაიონების – ოსეთისა და აფხაზეთის სადემარკაციო ხაზზე, არამედ ამ ხაზს წინ წევდნენ. საქართველოს აქვს ყველა უფლება, ჰქონდეს პრეტენზია, რადგან რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ სრულად დადო ვალდებულება, რომ სრულ ჰუმანიტარულ წვდომას უზრუნველყოფდა, რასაც არ აკეთებს. მათ ასევე აიღეს ვალდებულება, რომ სამხედრო ძალებს გაიყვანენ ომამდელ პოზიციებზე და ესეც არ შეუსრულებიათ. ქართველები არიან დაკავებულები და იმყოფებიან ციხეში. სწორედ ამიტომ, გვაქვს ჟენევის დისკუსიების პროცესი, სადაც ამ საკითხებს განვიხილავთ. მორიგი რაუნდი ამ კვირაში გაიმართება. ასე რომ, რუსეთი აგრძელებს აგრესიას. ისინი არ ისვრიან და ომი არაა, მაგრამ ნამდვილად არის დაშინება. ასევე გრძელდება კიბერთავდასხმები. ერთ-ერთი საეტაპო თავდასხმა იყო 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ ეს თავდასხმა მივაწერეთ რუსეთის სამხედრო დაზვერვა „გრუს“. 15 ათასი ვებგვერდი იყო დაზიანებული.

რუსები საქართველოზე კიბერთავდასხმებს 2006 წლიდან ახორციელებენ და ეს ახლაც გრძელდება. რუსების თავდასხმა არის კიბერსივრცეში, ასევე ეკონომიკური ზეწოლა, დეზინფორმაციული ომი და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია“, – განაცხადა ჯორჯ კენტი.