ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული, ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი პატიმრობიდან მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული, ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი საპატიმროდან მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
25 მაისს, ამერიკაში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავების დროს გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ დერეკ შოვინს დაკავებულის კისერზე მუხლი თითქმის რვა წუთის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი. მოგვიანებით ჯორჯ ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჯორჯ ფლოიდის დაღუპვამ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია და მოძრაობა „შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ დაიწყო.
დერეკ შოვინი პოლიციიდან გაათავისუფლეს და მისი სასამართლო პროცესი მომდევნო წლის მარტში გაიმართება. დერეკ შოვინს ბრალი მეორეხარისხოვან მკვლელობასა და წინასწარ განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლებით აქვს წარდგენილი.