ჯორჯ ბუშ უფროსს ტეხასში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალავენ
ჯორჯ ბუშ უფროსს ტეხასში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალავენ.
აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიალი 6 დეკემბერს გაიმართება.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ჯორჯ ბუშ უფროსს მისი მეუღლის ბარბარასა და ქალიშვილ რობინის გვერდით დაასაფლავებენ.
პრეზიდენტის სასახლეს კოლეჯ-სტეიშენში მატარებლით მიასვენებენ. მანამდე კი, ჰიუსტონში აშშ-ის ექსპრეზიდენტთან დამშვიდობების ცერემონიალი გაიმართება.
5 დეკემბრამდე ჯორჯ ბუშ უფროსის სასახლე კაპიტოლიუმში დარჩება.
5 დეკემბერი აშშ-ში გლოვის დღე იქნება.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.