ჯორდან ბარდელა - ქალბატონ ფონ დერ ლაიენის ევროკომისიას კანონის უზენაესობის მიმართ შერჩევითი მიდგომა აქვს, თვალს ხუჭავს ძალისმიერ მეთოდებზე, როდესაც მათ „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი ლიდერები მიმართავენ
French far-right Rassemblement National (RN) party President and lead MEP Jordan Bardella looks on during the audition of legislative elections' candidates organised by French business confederation (Medef), in Paris, FRANCE - 20/06/2024. The French president announced on 09 June the dissolution of the National Assembly and called for new elections on 30 June and 07 July. Elections Legislatives anticipees, auditions de chefs de parti et de coalition par le MEDEF a la Salle Gaveau a Paris, FRANCE - 20/06/2024.//JEE_medef.36/Credit:J.E.E/SIPA/2406232102
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ პოლონეთში არსებული ვითარება ქვეყნის ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს.
ბარდელას განცხადებით, პოლონეთში კანონის უზენაესობას საფრთხე ექმნება მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობის წინ პოლიციის ძალები განალაგა და სასამართლო ორგანოს ფუნქციონირებას ხელი შეუშალა.
„პოლონეთში კანონის უზენაესობას საფრთხე ექმნება საკონსტიტუციო ტრიბუნალის წინ ძალის გამოყენების გამო. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ტრიბუნალის შენობის წინ პოლიციის ძალები განალაგა და მის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი შეუშალა. გასაკვირი არ არის, რომ ქალბატონ ფონ დერ ლაიენის ევროკომისიას კანონის უზენაესობის მიმართ შერჩევითი მიდგომა აქვს და თვალს ხუჭავს ძალისმიერ მეთოდებზე, როდესაც მათ „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წარმომადგენელი ლიდერები მიმართავენ. პოლონეთში შექმნილი ინსტიტუციური კრიზისი ამ ქვეყნის ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს“, — წერს ბარდელა.
პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 30 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისულ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები არ შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო. ამასთან, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო კაროლ ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებს სასწრაფო კონსულტაციებზე იწვევს.