ჯორდან ბარდელა - მემარცხენეთა ალიანსმა წაართვა ფრანგ ხალხს „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვება, ამ ალიანსმა საფრანგეთი ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონის ხელში ჩააგდო
ჯორდან ბარდელა - მემარცხენეთა ალიანსმა წაართვა ფრანგ ხალხს „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვება, ამ ალიანსმა საფრანგეთი ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონის ხელში ჩააგდო

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს არასტაბილურობის შექმნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ბარდელამ გააკრიტიკა მემარცხენეების ალიანსი და მათ „არაბუნებრივი“ და „უსინდისო“ უწოდა.

„ალიანსმა წაართვა ფრანგ ხალხს „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვება. ამაღამ ამ ალიანსმა საფრანგეთი ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონის ხელში ჩააგდო“, – განაცხადა ჯორდან ბარდელამ.

ბარდელას თქმით, მას ასევე ესმის ფრანგი ხალხის იმედგაცრუების. ჯორდან ბარდელა ამბობს, რომ თვეების განმავლობაში გაჩნდა იმედი, რომელიც არსად გაქრება.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზეა მაკრონის პარტია, ხოლო მესამეზე ლე პენის პოლიტიკური გაერთიანება.