ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონი დეპი შესაძლოა, მერლინ მენსონის ჯგუფის გიტარისტი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ მენსონი ავრცელებს. “ჯონი დეპი გიტარისტის პოზიციის დაკავებას ფიქრობს. მაგრად ჟღერს?“ – წერს შემსრულებელი “ტვიტერის” გვერდზე.
მენსონთან მსახიობმა ერთხელ უკვე ითანამშრომლა. გასული წლის ნოემბერში ჯონი დეპი გადაიღეს კლიპში, რომელიც Kill4Me-ს კომპოზიციაზე შეიქმნა.