“ბორჯღალოსნებთან” ტესტ-მატჩამდე უელსი ავსტრალიას დაუპირისპირდა და შეხვედრა 21:29 დათმო.
მატჩის დრო პრაქტიკულად ამოწურული იყო (80 წუთი და 50 წამი), როდესაც უელსის ნაკრების ლიდერმა ჯონათან დევისმა მძიმე ტრავმა მიიღო. უელსელი ცენტრი ცდილობდა მარიკა კორობეტეს გაქცეოდა, როდესაც უხერხულად დაეცა და ფეხის ტრავმა მიიღო.
გარდა დევისისა საქართველოს ნაკრების წინააღგმდეგ მატჩში ტრავმების გამო უელსელებს სემ ვორბარტონი, ჯორჯ ნორსი, ჯასტინ ტიპურიკი, როს მორიარტი და რის ვებიც დააკლდებიან.