გარეტ ბეილის აგენტი ჯონათან ბარნეტი აცხადებს, რომ უელსელი მადრიდული კლუბის დატოვებას არ აპირებს.
„გარეტს ყველაფერი რიგზე აქვს. კონტრაქტის მიხედვით ის კიდევ ორი წლის განმავლობაში უნდა იყოს მადრიდში. მას აქ მოსწონს და არსად წასვლას არ აპირებს. ბეილი ისეთივე კარგი ფეხბურთელია, როგორც გუნდის სხვა მოთამაშეები და ზინედინ ზიდანიც ამ აზრზეა. რა თქმა უნდა, მის მიმართ ბევრი კლუბი იჩენს ინტერესს, მაგრამ არა მგონია, მსოფლიოშო არსებობდეს გუნდი, რომელიც ასეთი ძლიერი ფეხბურთელის შეძენას შეძლებს“, – მოჰყავს ბარნეტის სიტყვები ბი-ბი-სის (BBC).
შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრებმა გარეტ ბეილი უკანასკნელ სეზონში „რეალის“ ყველაზე ცუდ ფეხბურთელად დაასახელეს.