„ჰიუსტონ როკეტსის“ მცველი ჯონ უოლი არ აპირებს ახალი სეზონის დაწყებას თავის ამჟამინდელ გუნდთან ერთად.
როგორც ინსაიდერი შემს ჩარანია წერს, კლუბის ხელმძღვანელობა და თავად მოთამაშე მუშაობენ იმაზე, რომ უოლმა სხვა გუნდი იპოვნოს.
მიმდინარე კონტრაქტის თანახმად, უოლმა ორ წელიწადში 91 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. ამასთან იტყობინებიან, რომ მხარეები არ განიხილავენ უოლის კონტრაქტის შესაძლო გამოსყიდვას.