„მილუოკი“ და „ჰიუსტონი“ პი ჯეი ტაკერის გაცვლაზე შეთანხმდნენ #1TVSPORT
„მილუოკი“ და „ჰიუსტონი“ პი ჯეი ტაკერის გაცვლაზე შეთანხმდნენ #1TVSPORT

რამდენიმე კვირაა პი ჯეი ტაკერის ბედი გაურკვეველია. „ჰიუსტონმა“ ჯეიმს ჰარდენის გაშვების შემდეგ პრიორიტეტულად ახალგაზრდა მოთამაშეებზე აქცენტის გაკეთება მიიჩნია. ტაკერს, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს, კარიერის გაგრძელება ისეთ გუნდში სურს, რომელსაც ჩემპიონობის შანსი ექნება.

ბოლო პერიოდის მანძილზე, ტაკერის სახელს რამდენიმე გუნდი დაუკავშირეს. დღეს კი ადრიან ვოჟნაროვსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „როკეთსი“ შეთანხმდა „ბაქსთან“ და პი ჯეი ტაკერს მილუოკიში უშვებს. აღნიშნული გაცვლის მიხედვით „მილუოკის“ წევრი ტორი კრეიგი „ფინიქსში“ გადავა.

მიმდინარე სეზონზე ტაკერი პარკეტზე საშუალოდ 30 წუთს ატარებს და ამ დროის მანძილზე 4.4 ქულასა და 4.6 მოხსნას აგროვებს. სამქულიანი დისტანციიდან ის 31.4% სიზუსტით ისვრის.