დემარკუს ქაზენსი კარიერას „ჰიუსტონში“ გააგრძელებს

12:41, 24.11.2020

ჰიუსტონ როკეტსისთვის“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდი საკმაოდ დატვირთულად მიმდინარეობს. გუნდი, დიდი ალბათობით, ახალი სეზონიდან სრულიად განსხვავებული შემადგენლობით იასპარეზებს.

როკეტსიდან“ წასვლა მოითხოვა რასელ ვესტბრუკმა, რომელმაც ტეხასურ გუნდში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა. ასევე ამერიკულ მედიაში აქტიურად იწერება ჯეიმს ჰარდენის სხვა გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ „ჰიუსტონი“ მოელაპარაკა დემარკუს ქაზენსს და უახლოეს პერიოდში მასთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ეს ინფორმაცია თავად ამერიკელმა ცენტრმა მარკ სპირსთან საუბრისას დაადასტურა.

მსგავსი