ჯონ ტერის „დერბი ქაუნთის“ მთავარ მწვრთნელად მოიაზრებენ
ჯონ ტერის „დერბი ქაუნთის“ მთავარ მწვრთნელად მოიაზრებენ

ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი ჯონ ტერი, შესაძლოა, ჩემპიონშიფში მოთამაშე „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.

ეს თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ გასულ კვირას ნიდერლანდელი სპეციალისტი ფილიპ კოკუ გაანთავისუფლა. უახლოეს მატჩში „დერბის“ მისი მოთამაშე მწვრთნელი უეინ რუნი უხელმძღვანელებს.

დღეისთვის ჯონ ტერი ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს. აღნიშნავენ, რომ „ასტონ ვილა“ ტერის წასვლის წინააღმდეგი არ იქნება.

ჩემპიონშიფის 11 ტურის შემდეგ, „დერბი“ ექვსი ქულით გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება.