ჯონ რიჩარდსონი - აშშ-მა მეორე ფლოტი ჩრდილოეთ ატლანტიკის სივრცეში რუსეთის შესაკავებლად აღადგინა
ჯონ რიჩარდსონი - აშშ-მა მეორე ფლოტი ჩრდილოეთ ატლანტიკის სივრცეში რუსეთის შესაკავებლად აღადგინა

აშშ-მა მეორე ფლოტი ჩრდილოეთ ატლანტიკის სივრცეში რუსეთის შესაკავებლად აღადგინა. ნორფოლკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო ოპერაციების მეთაურმა, ადმირალმა ჯონ რიჩარდსონმა აღნიშნა, რომ აშშ-მა კონკურენტუნარიანი უპირატესობა და ზღვაზე დომინირება უნდა შეინარჩუნოს.

რიჩარდსონის თქმით, მეორე ფლოტი საბჭოთა კაშირის ნაცვლად, ახლა უკვე რუსეთის შეკავებაზე იქნება ორიენტირებული. მეორე ფლოტი აშშ-მა 1950-იან წლებში შექმნა და „ცივი ომის“ პერიოდში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. 2011 წელს ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს დაშალეს. მეორე ფლოტის აღდგენის შესახებ სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ მიმდინარე წლის მაისში განაცხადა.