ჯონ ობი მიკელის მამა არგენტინასთან მის თამაშამდე ცოტა ხნით ადრე გაიტაცეს
„გარდიანის“ ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან შეხვედრამდე (1:2) ნიგერიის ნაკრების ნახევარმცველ ჯონ ობი მიკელის მამა კრიმინალებმა გაიტაცეს.
31 წლის ფეხბურთელმა ეს ამბავი 26 ივნისს, ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტყო. მას მამის მოკვლით დაემუქრნენ, თუკი მომხდარს ვინმეს აცნობებდა და გამოსასყიდი მოთხოვეს. პოლიციამ გატაცებულის გათავისუფლება მოახერხა, მაგრამ ერთკვირიანი პატიმრობის დროს, მას აწამებდნენ და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებდა.
„მე ვთამაშობდი, მამაჩემი კი ბანდიტების ხელში იყო. მომიხდა ტრავმის დავიწყება, მაგრამ არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. თუმცა, არც ის შემეძლო, რომ ნიგერიელები დამეღალატებინა. მოედანზე გავედი და შევეცადე, ეს ყველაფერი დროებით დამევიწყებინა. ამას ვერც ნაკრების მწვრთნელს და ვერც ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს ვეუბნებოდი. საბედნიეროდ, მამაჩემი გაათავისუფლეს, რისთვისაც ხელისუფლებას და პოლიციას მადლობას ვუხდი“, – ამბობს ჯონ ობი მიკელი.
აღსანიშნავია, რომ ობი მიკელის მამას 2013 წელსაც ყავდათ გატაცებული.