ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, 59 წლის ჯონ მაკინროიმ, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, თანამემამულე სერენა უილიამსს გამოწვევა გაუგზავნა. მისი თქმით, თუ ის სათანადოდ მოემზადება, მაშინ 37 წლის უილიამსის დამარცხებას შეძლებს.
„მე რომ მონდომებით და სწორად ვარჯიში შევძლო, სერენას ძლევას მოვახერხებ. ამასთან დაკავშირებით ეჭვი ყოველ დღე იზრდება, მაგრამ, ჯერჯერობით მე ეს შემიძლია“, – განაცხადა ჯონ მაკინროიმ, რომელიც „დიდი სლემის“ ტურნირების შვიდგზის ჩემპიონია.
სხვათა შორის, გასულ წელს მაკინროიმ უილიამსი მამაკაც ჩოგბურთელებს შეადარა და გამოთქვა აზრი, რომ სერენა კაცების რეიტინგში დაახლოებით მეშვიდე ასეულში იქნებოდა.