ჯონ კირბი - რუსეთმა შესაძლოა, მიმდინარე კვირაში უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში „რეფერენდუმი“ გამოაცხადოს
თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით ფსევდორეფერენდუმის ჩატარების შესახებ მიმდინარე კვირაში გამოაცხადოს.
„რუსეთის ხელისუფლებამ მითითება მისცა ჩინოვნიკებს, დაიწყონ ფიქტიური რეფერენდუმის ჩასატარებლად მზადება. ფაქტობრივად, ჩვენ შესაძლოა, პირველი ან რამდენიმე რეფერენდუმის შესახებ განცხადება უკვე კვირის ბოლომდე ვიხილოთ“, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მანამდე პროგნოზირებდნენ, რომ ე.წ. რეფერენდუმების თარიღად რუსეთი 11 სექტემბერს დაასახელებდა, როდესაც პარალელურად რუსეთის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს.