ჯონ კირბი - მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, სურს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებები
ჯონ კირბი - მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, სურს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებები

მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, სურს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებები, – ეს განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.

„მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, მზად არის თუ არა და როდის არის მზად მოლაპარაკებისთვის, რა კონტექსტში და რის შესახებ. მიგვაჩნია, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება“, – განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.

ეს განცხადება კირბიმ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა, რომ უკრაინული მხარე, გარკვეული პირობებით, მზად არის რუსეთის ფედერაციასთან ყირიმთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს.