ჯონ კირბი - მიუხედავად იმისა, ვინ წარმოადგენს აშშ-ს სამშვიდობო სამიტზე, ეს არ შეცვლის უკრაინის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას
მიუხედავად იმისა, ვინ წარმოადგენს აშშ-ს სამშვიდობო სამიტზე, ეს არ შეცვლის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჰკითხეს, არის თუ არა შეშფოთებული ჯო ბაიდენი იმის გამო, რომ თუ არ დაესწრება სამიტს, ეს, სავარაუდოდ, არასწორ სიგნალს გაუგზავნის მსოფლიო საზოგადოებას უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.
„აშშ და პრეზიდენტი ბაიდენი დგანან უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, უკრაინის ხალხთან და ეს გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაჯდება სკამზე სამშვიდობო სამიტზე“, – განაცხადა კირბიმ.
მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან არცერთ სხვა ლიდერს არ გაუკეთებია და არ აგრძელებს იმდენის გაკეთებას, რამდენსაც აკეთებს პრეზიდენტი ბაიდენი, რათა კიევს ჰქონდეს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად.
„პრეზიდენტმა აიღო ვალდებულება უკრაინის წინაშე, რომ იყოს მათ გვერდით გრძელვადიან პერსპექტივაში“, – დასძინა კირბიმ.
29 მაისს თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ მიიღებს მონაწილეობას შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს გაიმართება.