ჯონ კირბი - ღაზიდან მძევლების გასათავისუფლებად თუ ჰუმანიტარული პაუზა იქნება გამოყენებული, თეთრი სახლი ამას მხარს დაუჭერს
ჯონ კირბი - ღაზიდან მძევლების გასათავისუფლებად თუ ჰუმანიტარული პაუზა იქნება გამოყენებული, თეთრი სახლი ამას მხარს დაუჭერს

ღაზის სექტორიდან მძევლების გათავისუფლების მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „აქტიური საუბრები“ გამართა ისრაელთან ჰუმანიტარული პაუზის შესახებ. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.

„ჩვენ სავსებით გვჯერა, რომ თუ ჰუმანიტარული პაუზა მძევლების გასათავისუფლებად იქნება გამოყენებული, მაშინ ეს არის ის, რასაც ჩვენ აბსოლუტურად დავუჭერთ მხარს და ვფიქრობთ, რომ ისრაელიც ასევე უნდა მოიქცეს”, – თქვა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, აშშ გააგრძელებს ზეწოლას პარტნიორებთან რეგიონში, რათა შეძლონ მძევლების გათავისუფლება.

კირბიმ ასევე განაცხადა, რომ თეთრი სახლი კვლავ გააგრძელებს მუშაობას, რათა უზრუნველყოს მძევლების გათავისუფლება ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის სექტორში „სახმელეთო ოპერაციების გაფართოების“ შესახებ გამოცხადების შემდეგაც კი.

„თუ ეს მოითხოვს ლოკალიზებულ, დროებით პაუზას, მაშინ ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ ამას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მცდელობას, რომ მძევლები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებთან“, – თქვა კირბიმ.