ჯონ კირბი – აშშ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას არ გეგმავს

09:06, 09.12.2021

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას არ გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მთავრობას უკვე დამტკიცებული აქვს უკრაინისთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარება, რომლის ბოლო ტრანშსაც ქვეყანა მიმდინარე კვირაში მიიღებს. ეს, ძირითადად, მცირე შეიარაღება იქნება.

მსგავსი