ჯონ კირბი - აშშ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას არ გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას არ გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის მთავრობას უკვე დამტკიცებული აქვს უკრაინისთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარება, რომლის ბოლო ტრანშსაც ქვეყანა მიმდინარე კვირაში მიიღებს. ეს, ძირითადად, მცირე შეიარაღება იქნება.