ჯონ კირბი - აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები შავი ზღვის თავზე ფრენებს გააგრძელებენ
ჯონ კირბი - აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები შავი ზღვის თავზე ფრენებს გააგრძელებენ

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები შავი ზღვის თავზე ფრენებს გააგრძელებენ, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ სადაზვერვო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის საჰაერო ხომალდები ამ საჰაერო სივრცეში წელიწადზე მეტია დაფრინავენ და ეს გაგრძელდება.

შავი ზღვის თავზე რუსული ავიაგამანადგურებელი ამერიკულ დრონს შეეჯახა, რის შემდეგაც მოწყობილობა უმართავი გახდა და აშშ-მა მისი ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

ინციდენტის გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი დაიბარეს.