ჯონ კირბი - აშშ-ის პოზიცია ძალიან მკაფიოა, ვაშინგტონი მხარს არ უჭერს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დარტყმების განხორციელებას
აშშ-ის პოზიცია ძალიან მკაფიოა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონი მხარს არ უჭერს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დარტყმების განხორციელებას, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ დაარწმუნა თეთრი სახლი, რომ ამერიკისგან მიღებულ იარაღს ასეთი დარტყმებისთვის არ გამოიყენებენ.
„ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მათთვის იმის მიცემა, რაც თადაცვისთვის, საკუთარი ტერიტორიის, უკრაინული მიწის დასაცავად სჭირდებათ, თუმცა ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რუსეთზე დარტყმებს. ვთანხმდებით, რომ უკრაინელებს აქვთ თავდაცვის უფლება. გასული 15 თვის განმავლობაში ჩვენ სხვა არაფერს ვაკეთებდით, გარდა იმისა, რომ დავხმარებოდით მათ თავდაცვაში, რუსეთის აგრესიისგან საკუთარი ტერიტორიის დაცვაში. რაც ჩვენ განვაცხადეთ არის ის, რომ ჩვენ არ ვახალისებთ და ხელს არ ვუწყობთ დარტყმებს რუსეთის შიგნით, რადგან არ გვსურს, ვიხილოთ ომის ესკალაცია იმ ძალადობის მიღმა, რაც უკვე ხდება უკრაინელი ხალხის თავს“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.