ჯონ კირბი - აშშ „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე განხორციელებული თავდასხმებით შეშფოთებულია
შეერთებული შტატები შეშფოთებულია „ჰეზბოლას“ მხრიდან ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე განხორციელებული თავდასხმებით, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ, სამწუხაროდ, საკმაოდ გრძელი სიაა ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილების, „ჰეზბოლა“ ერთ-ერთი მათგანია. ჩვენ არ გვინახავს სხვა მონაწილე, რომელიც განზრახ ცდილობს კონფლიქტის გაღრმავებას“, – თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
კირბი ასევე აცხდებს, რომ ანტისემიტიზმის ზრდის ფონზე გონივრულია აშშ-ის მხრიდან დაზვერვის პოზიციების ზრდა.
„ანტისემიტიზმის ზრდის გამო მთელ მსოფლიოში გონივრული არის, რომ გავზარდოთ ჩვენი დაზვერვის პოზიცია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ სათანადოდ ვართ მზად იმისთვის, რომ შევაფერხოთ და ჩავაშლოთ ნებისმიერი ძალადობრივი საფრთხე ებრაული თემისთვის“, – განაცხადა კირბიმ.