ჯონ კირბი - აშშ არ გეგმავს „ჰუსიტებთან“ ომს, მათ აქვთ არჩევანის საშუალება და დრო სწორი არჩევანის გასაკეთებლად, რაც ამ უგუნური თავდასხმების შეჩერებაა
აშშ არ გეგმავს „ჰუსიტებთან“ ომს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ჩვენ არ ვცდილობთ ამის გაფართოებას. „ჰუსიტებს“ აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება და მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო სწორი არჩევანის გასაკეთებლად, რაც არის ამ უგუნური თავდასხმების შეჩერება“, – აღნიშნა კირბიმ.
„ჰუსიტები“ კი ამბობენ, რომ პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად მოქმედებენ.