ჯონ კირბი - ალექსეი ნავალნის გარდაცვალებისა და უკრაინაში ორწლიანი ომის გამო აშშ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს
ალექსეი ნავალნის გარდაცვალებისა და უკრაინაში ორწლიანი ომის გამო აშშ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის თქმით, ეს სანქციების პაკეტი აკისრებს რუსეთს პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც შეემთხვა ნავალნის, ასევე უკრაინაში ომის დროს ჩადენილ ქმედებებზე.
როგორც კირბიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, აშშ ახდენს ზეწოლას რუსეთზე სრული გამჭვირვალობისთვის, როგორ გარდაიცვალა ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„რა ამბავიც არ უნდა მოუყვეს რუსეთის მთავრობამ მსოფლიოს, ცხადია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი მთავრობა პასუხისმგებელნი არიან ალექსეი ნავალნის სიკვდილზე“, – აღნიშნა კირბიმ.
მისივე თქმით, მოსკოვში აშშ-ის საელჩო ეძებს მეტ ინფორმაციას ნავალნის გარდაცვალების შესახებ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა.