ჯონ კირბი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს განცხადება, აშშ-ის მხრიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის შეზღუდვასთან დაკავშირებით იმედგამაცრუებელი და შემაშფოთებელია
ჯონ კირბი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს განცხადება, აშშ-ის მხრიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის შეზღუდვასთან დაკავშირებით იმედგამაცრუებელი და შემაშფოთებელია

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნეთანიაჰუ ამბობს, რომ „დაუჯერებელია აშშ-ის მხრიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის შეზღუდვა ისრაელისთვის“.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ეს განცხადება იმედგამაცრუებელი და შემაშფოთებელი იყო.

„არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელსაც უფრო მეტი გაუკეთებია ან გააგრძელებს უფრო მეტის გაკეთებას, ვიდრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა, რათა დახმარებოდა ისრაელს თავის დაცვაში“, – აღნიშნა კირბიმ.

თეთრი სახლის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ მას არანაირი წარმოდგენა არ აქვს, თუ რა მოტივაცია ჰქონდა ნეთანიაჰუს ბაიდენის ადმინისტრაციის გაკრიტიკებისას.

„ამის შესახებ თქვენს პრემიერ-მინისტრს უნდა ჰკითხოთ, თუ რამ აიძულა ამის გაკეთება. გავიმეორებ, რამდენადაც არასწორი, იმდენად ძალიან იმედგამაცრუებელი და შემაშფოთებელი იყო ეს განცხადება  ჩვენთვის“, – აცხადებს კირბი.