ჯონ კირბი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯონ კირბის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ისევ არსებობს ხარვეზები, თუმცა დასძინა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და რომ ახლა მიზანი იმაზე ახლოსაა, ვიდრე აქამდე.
„არსებობს ხარვეზები, რომლებიც რჩება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხარვეზები ისეთი ხასიათისაა, რომ მათი აღმოფხვრა შესაძლებელია და რომ ჩვენ შეგვეძლება, მივაღწიოთ შეთანხმებას, მაგრამ როგორც ყოველთვის, ეს მოითხოვს გარკვეულ კომპრომისს და ძალისხმევას იქამდე მისასვლელად. ჩვენ გვინდა, ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.