ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას დააჩქარებს
ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას დააჩქარებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებას დააჩქარებს, საუბარია „ნასამსის“ (NASAMS)-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე.

შესაბამისი განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპიკერ ჯონ კირბის თქმით, ამერიკამ უკვე დაიწყო „ნასამსის“ პირველი ორი სისტემის მიწოდების პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. კირბის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.