თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველი ჯონ კიბრი აცხადებს, რომ აშშ არ არის დაინტერესებული იემენთან ომით.
მისი თქმით, ყველა ბრძანება, რასაც ამერიკის მთავრობა გასცემს, სიტუაციის დეესკალაციისკენ არის მიმართული.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოჰყვა თუ არა განხორციელებულ იერიშებს ეკონომიკური რყევები, კირბის პასუხი იყო – არა.
მისი თქმით, თეთრი სახლი „ჰუსიტებს“ ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს.
ჯონ კირბის თქმით, აშშ რეგიონში სამხედრო მოქმედებებს არ განიხილავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს.