ჯონ ჰილი - ველოდებით, რომ დონალდ ტრამპი უკრაინისა და ნატო-ს მიმართ ერთგული დარჩება
ჯონ ჰილი - ველოდებით, რომ დონალდ ტრამპი უკრაინისა და ნატო-ს მიმართ ერთგული დარჩება

ველოდებით, რომ დონალდ ტრამპი უკრაინისა და ნატო-ს მიმართ ერთგული დარჩება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილმა განაცხადა.

„ველოდები, რომ აშშ დარჩება ბრიტანეთის მსგავსი მოკავშირეების გვერდით და მხარს დაუჭერს უკრაინას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება პუტინის შეჭრის დასამარცხებლად“, – განაცხადა ჰილმა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ თავდაცვის ხარჯების გაზრდის კუთხით.

„არ ველოდები, რომ აშშ ზურგს აქცევს ნატო-ს. მათ ესმით ალიანსის მნიშვნელობა. მათ ესმით ევროპაში შემდგომი კონფლიქტის თავიდან აცილების მნიშვნელობა“, – განაცხადა ჰილმა.