ჯონ ბოლტონი - „საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლა ახალ გამალებულ შეიარაღებას არ გამოიწვევს
„საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან“ ამერიკის შეერთებული შტატების გასვლა ახალ გამალებულ შეიარაღებას არ გამოიწვევს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა.
ბოლტონის თქმით, საუბარი, რომ ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ მსოფლიოში უფრო მეტი საფრთხე იქნება, გადაჭარბებულია.
„მე აქ ვიყავი 17 წლის წინ, როდესაც აშშ-ი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შემცირების შეთანხმებიდან გავიდა. მაშინ ბევრი მსგავსი განცხადება გვესმოდა. აშშ-ი აღნიშნული შეთანხმებიდან გავიდა და ქვეყნების უსაფრთხოება უკეთაა უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა ბოლტონმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ „საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლის საკითხი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილა.