ჯონ ბოლტონი - რუსეთის სამთავრობო კაბინეტის წევრებთან საქართველოს შესახებ მქონდა საუბარი
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ უცნობია ნოემბერში ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე განიხილება თუ არა საქართველოს თემა, რადგან შეხვედრა ძალან მოკლე იქნება.
„საფრანგეთი აღნიშნავს 100 წლისთავს პირველი მსოფლიო ომის დასრულების დღიდან და პუტინი-ტრამპის შეხვედრა შედგება, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, “ველების “ ფორმატში. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოვიპატიჟეთ ვაშინგტონში და იგეგმება კონსულტაციების სრული დღე ვაშინგტონში. როგორი იქნება ვიზიტის განრიგი, ჯერ არ ვიცით და ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ ამ თემაზე. რაც შეეხება რუსეთში ჩემს ვიზიტს, მე მქონდა საუბარი საქართველოს შესახებ რუსეთის სამთავრობო კაბინეტის წევრებთან. თავად პუტინმა კი, როდესაც მას ვემშვიდობებოდი მკითხა, ახლა სამხრეთ კავკასიაში მიემგზავრები ხომ? მე ვფიქრობ, რომ ეს იმსახურებს ყურადღებას”, – განუცხადა პირველ არხს ბოლტონმა.