ჯონ ბოლტონი - რუსეთი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო დონალდ ტრამპზე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ
ჯონ ბოლტონი - რუსეთი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო დონალდ ტრამპზე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ რუსეთი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო დონალდ ტრამპის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.

ჯონ ბოლტონის თქმით, ყალბი ამბების გავრცელებაში მონაწილეობდა ჩრდილოეთ კორეა, ირანი, ვენესუელა, რუსეთი და ჩინეთი. მისივე თქმით, გავრცელებული დეზინფორმაცია ტრამპისა და მისი გარემოცვის წევრებს შორის არსებულ უთანხმოებას ეხებოდა.

ამასთან, ბოლტონს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის უთანხმოებაზეა საუბარი და შესაბამისი მტკიცებულებებიც არ წარუდგენია. როგორც „ბლუმბერგი” წერს, ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წევრებთან აზრთა სხვადასხვაობა თავად ბოლტონს არაერთხელ ჰქონდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის პოზიცია ხშირად განსხვავდებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებებისგან; მათ შორის, ეს ეხება ირანის და ჩრდილოეთ კორეის საკითხებს.