ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი 29 აგვისტოს მოლდოვასა და ბელარუსს ეწვევა, სადაც ორივე ქვეყნის ლიდერებს შეხვდება.
ამის შესახებ ბოლტონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა. დონალდ ტრამპის მრჩეველი ამჟამად კიევში იმყოფება.
„მივემგზავრები მოლდოვასა და ბელარუსში, სადაც ორივე ქვეყნის ლიდერებს შეხვდები, რომ განვიხილო რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მოუთმენლად ველოდები ჩვენი დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების გამყარებას“, – დაწერა ჯონ ბოლტონმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი პირველი იქნება ბელარუსში.
ბელარუსს აშშ-ის მხრიდან 2006 წლიდან სანქციები აქვს დაწესებული. ამის მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნები გახდა, რომელიც აშშ-მა და ევროკავშირმა არადემოკრატიულად გამოაცხადეს. ამასთან, 2008 წლიდან აშშ-ის ბელარუსში ელჩი არ ჰყავს.