ჯონ ბოლტონი - დონალდ ტრამპი მზად არის, კიმ ჩენ ინს შესაბამის დროს შეხვდეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შესაბამის დროს შეხვდეს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა.
ჯონ ბოლტონის თქმით, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადებას ვადები არ აქვს.
ბოლტონის თქმით, ჰანოის სამიტს ვაშინგტონი წარუმატებლად არ აფასებს, რადგან აშშ-ის ეროვნული ინტერესები კვლავ დაცულია.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრობს, რომ ვიეტნამის სამიტის შედეგი ვაშინგტონისთვის უფრო სასარგებლო იყო, ვიდრე ფხენიანისთვის. ჯონ ბოლტონმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს საუკეთესო ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, რისი მიღებაც ფხენიანს შეეძლო.