დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯონ ბოლტონი გიჟია
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯონ ბოლტონი გიჟია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯონ ბოლტონი გიჟია, რომელსაც ერთადერთი რამ სურს, დაბომბოს ხალხი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩევლის შესახებ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მან არ გააკეთა კარგი საქმე. ის არ იყო ჭკვიანი. ის არ იყო მწვავე. არ ვფიქრობ, რომ ის ოდესმე, ერთხელ მაინც მინახავს გაღიმებული“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩევლის ურთიერთობები ჯონ ბოლტონის წიგნმა, „ოთახი, სადაც ეს მოხდა“ გამოიწვია. აღნიშნულ წიგნში ბოლტონი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა. წიგნის გამოსვლის შემდეგ, „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ჯონ ბოლტონმა თქვა, რომ ბაიდენს და ტრამპს შორის არის განსხვავება, რადგან ბაიდენს ხედვა აქვს, ტრამპს კი არა.