მაიკ პომპეომ ჯონ ბოლტონი ედვარდ სნოუდენს შეადარა
მაიკ პომპეომ ჯონ ბოლტონი ედვარდ სნოუდენს შეადარა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჯონ ბოლტონის მიერ წიგნის, „ოთახი სადაც ეს მოხდა“ გამოქვეყნება ედვარდ სნოუდენის მიერ აშშ-ის მოქალაქეებზე თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას შეადარა.

„ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში პომპეომ აღნიშნა, რომ წიგნში გასაჯაროებული ინფორმაცია ბოლტონს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს.

„ჩვენ ვიცით, თუ რა ხდება, როდესაც ადამიანები გასაიდუმლოებულ ინფორმაციას ავრცელებენ, როგორც ეს ედვარდ სნოუდენმა გააკეთა. ის, რაც ბოლტონმა ჩაიდინა, ამას ჰგავს“, – განაცხადა პომპეომ.

ედვარდ სნოუდენი აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი აგენტია, რომელმაც 2013 წელს გაასაჯაროვა გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახურები აშშ-ის მოქალაქეებზე უკანონო ფარულ სათვალთვალო მისიებს აწარმოებდნენ.