ჯონ ბოლტონი - დონალდ ტრამპი არჩევნებში თუ გაიმარჯვებს, მადლობა ჯო ბაიდენს და დემოკრატიულ პარტიას უნდა გადაუხადოს
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მან მადლობა ჯო ბაიდენს და დემოკრატიულ პარტიას უნდა გადაუხადოს.
ამის შესახებ ჯო ბოლტონმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ტრამპი ნოემბერში თუ გაიმარჯვებს, მაშინ გამარჯვების სიტყვა უნდა დაიწყოს ჯო ბაიდენისა და დემოკრატიული პარტიისთვის მადლობის გადახდით“, – განაცხადა ბოლტონმა.
ცნობისთვის, 27 ივნისს გამართული პირველი სატელევიზიო დებატების შემდეგ დემოკრატიული პარტიის წევრების ნაწილი ჯო ბაიდენს მოუწოდებს გამოეთიშოს საარჩვენო რბოლას. მსგავსი განცხადება საჯაროდ შვიდმა დემოკრატმა კონგრესმენმა გააკეთა. მიუხედვად ამისა, ბაიდენი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს.
„არ ვიცი რას გააკეთებენ დემოკრატები, შეიძლება კლდიდან გადახტნენ, ისინი ვერ იტანენ მოსაზრებას, რომ უნდა დაუპირისპირდნენ პიროვნების კულტს, რის წინაშეც არიან“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.