ნიკარაგუის პრეზიდენტის, დანიელ ორტეგას მმართველობის დღეები დათვლილია ,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ორტეგას რეჟიმმა ფერმერთა მოძრაობის სამ ლიდერს 2018 წლის აქციებში მონაწილეობისთვის 550- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც იტყობინებიან, აქციების დროს ორტეგას პოლიციამ 300 აქტივისტი მოკლა. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა ორშაბათს თქვა, ორტეგას დღეები დათვლილია და ნიკარაგუელი ერი მალე თავისუფალი იქნება“, – განაცხადა ბოლტონმა.
ვენესუელას საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე 18 თებერვალს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ნიკარაგუა ისევე, როგორც ვენესუელა თავისუფლებას იმსახურებს.
ნიკარაგუაში საპროტესტო აქციები გასული წლის აპრილში დაიწყო.