ჯონ ბოლტონი - ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე შეფასებები გავაკეთო, მაშინ როცა აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაც კი შეზღუდული მაქვს
ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივან ჯონ ბოლტონის განცხადებით, მისი მხრიდან სწორი არ იქნება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე შეფასებები გააკეთოს, მაშინ როცა აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაც კი შეზღუდული აქვს. ასე უპასუხა ჯონ ბოლტონმა ჟურნალისტის კითხვას, რამდენად მწვავე იქნება აშშ-ის რეაქცია, თუ დარჩება შთაბეჭდილება, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
როგორც აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამარწმუნეს, რომ სრულიად თავისუფალი და ღია არჩევნების ჩატარება ქვეყნის ინტერესებშია
„სიმართლე გითხრათ, აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაც შეზღუდული მაქვს. მოგეხსენებათ, ჩვენთან არჩევნები ნოემბერში უნდა შედგეს. შემიძლია აღვნიშნო, რომ საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლები დიდი რაოდენობით იქნებიან, მათ შორის ამერიკელებიც. ამის შესახებ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მითხრეს. მათ დამარწმუნეს, რომ სრულიად თავისუფალი და ღია არჩევნების ჩატარება საქართველოს ინტერესებშია. მნიშვნელოვანია ამომრჩევლების აქტიურობაც, რომ საზოგადოებაში საარჩევნო პროცესისადმი სრული რწმენა იყოს. დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.