ჯონ ბოლტონი - ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აშშ ენთუზიაზმით დაუჭერს მხარს ბრექსიტს შეთანხმების გარეშეც
ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აშშ ენთუზიაზმით დაუჭერს მხარს ბრექსიტს შეთანხმების გარეშეც, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ჯონ ბოლტონის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს 31 ოქტომბრისთვის ევროკავშირიდან ბრიტანეთის წარმატებული გასვლის ხილვა სურს.
ბოლტონის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის, აშშ-ს და ბრიტანეთს შორის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე სწრაფად იმუშაოს.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს სურს, რომ ევროკავშირმა ბრიტანეთის გასვლის პირობებს გადახედოს, თუმცა ბრიუსელში აცხადებენ, რომ უკვე მიღწეული შეთანხმების პირობები აღარ შეიცვლება.
„ევროკავშირში გაჩნდა მოდა, რომ როდესაც ხალხი ხმას არ აძლევს ისე, როგორც ელიტებს სურთ, მათ აიძულებენ ხმის მიცემას, ვიდრე სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.