ჯონ ბოლტონი - აშშ-ის საარჩევნო პროცესში მოსკოვის ჩარევის მცდელობის მოთმენა შეუძლებელია
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ აშშ-ის საარჩევნო პროცესში მოსკოვის ჩარევის მცდელობა რუსებისა და რუსეთის მიმართ უნდობლობას იწვევს და ამის მოთმენა შეუძლებელია. ამის შესახებ ბოლტონმა რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ამიტომ, ასეთი უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში დაგმობილი იქნება ამერიკელი იურიდიული პირების მიერ“, – აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.
როგორც ტრამპის მრჩეველმა აღნიშნა, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე მან რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან ისაუბრა. ბოლტონის განცხადებით, ის არ ფიქრობს, რომ კრემლის ჩარევას არჩევნებში მის შედეგებზე რამე რეალური გავლენა ჰქონდა.
„რუს კოლეგებს ვუთხარი, არ ვფიქრობ, რომ ჩვენს საარჩევნო პროცესში ჩარევას რამე რეალური ეფექტი ჰქონდა. თუმცა მნიშვნელოვანი სხვა რამეა. ჩვენს საქმეებში ჩარევის თავად სურვილი იწვევს რუსების, რუსეთის მიმართ უნდობლობას. მიმაჩნია, რომ ამის მოთმენა შეუძლებელია, ეს დაუშვებელია“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა ინტერვიუში.