ჯონ ბოლტონი - აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაწესდა
აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაწესდა, – ასე უპასუხა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას, გეგმას თუ არა აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას.
„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მთელი რიგის სანქციების უკვე დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ. სანქციების ნაწილი დაწესებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც მოხდა საქართველოს ტერიტორიების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია”, – განაცხადა ბოლტონმა.
კითხვაზე, ნოემბერში პუტინი-ტრამპის შეხვედრაზე განიხილება თუ არა საქართველოს საკითხი, ბოლტონმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს უცნობია, რადგან შეხვედრა ძალიან მოკლე იქნება.
„რამდენად მოხდება ნოემბერში საქართველოს თემის განხილვა ორი პრეზიდენტის შეხვედრისას ამას ვერ გეტყვით, რადგან ეს შეხვედრა იქნება მოკლე. საფრანგეთი აღნიშნავს 100 წლისთავს პირველი მსოფლიო ომის დასრულების დღიდან და პუტინი-ტრამპის შეხვედრა შედგება, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, “ველების “ ფორმატში”, – განაცხადა ბოლტონმა.