ჯოზეფ ბორელი - მკაცრად ვგმობ ამსტერდამში მომხდარ ძალადობას, ანტისემიტიზმის ან რასიზმის ნებისმიერი გამოვლინება დაუშვებელია
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ამსტერდამში ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმას გმობს.
„მკაცრად ვგმობ ამსტერდამში ძალადობას, ფეხბურთის მატჩის გარშემო. ანტისემიტიზმის ან რასიზმის ნებისმიერი გამოვლინება დაუშვებელია. არ შეიძლება ჩვენს საზოგადოებაში ზიზღი შემოვიტანოთ. რელიგიური თუ ეთნიკური საბაბით ნებისმიერი ძალადობა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „აიაქსისა“ და „მაკაბი თელ ავივის“ საფეხბურთო მატჩის შემდეგ ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, დაშავებულია ათამდე პირი.