საერთაშორისო ორგანიზაცია “სანავთობო სტატისტიკის საერთო ინიციატივის” (JODI) მიერ გავრცელებული მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში რუსეთი კვლავ ყველაზე მსხვილი ნავთობმომპოვებელია მსოფლიოში, რომელიც დღე-ღამეში საშუალოდ 10,298 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა.
ამავე მონაცემებით, მეორე ადგილს იკავებს საუდის არაბეთი, რომელიც ოქტომბერში, დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 10,056 მილიონ ბარელს მოიპოვებდა. სამეულს ასრულებს აშშ-ი – 9,283 მლნ ბარელის ნავთობის მოპოვებით.
ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, რუსეთში ნავთობის მოპოვება 0,2%-ით გაიზარდა, საუდის არაბეთში – 0,8%-ით, ხოლო აშშ-ში 2,1%-ით შემცირდა.
ოქტომბერში საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტის ოდენობა ყოველთვიურ გამოხატულებაში გაიზარდა 4.9%-ით 6,874 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში, აშშ-ში – 13,2%-ით – 1,667 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.